გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის თემა

საქართველოს კუთხე-ფშავი   და  ვაჟა-ფშაველა

საფეხური I      
კლასიV
მოსწავლეთა რაოდენობა
28

ინტეგრირებული საგნები და  მასწავლებლები

ისტორია :    ლ. დადეშქელიანი

ქართული ლიტერატურა :       ნ.ბალახაძე

გაკვეთილის  აქტუალობა


ისტორია--მოსწავლეები გაეცნობიან  ფშავის  მდებარეობას, რელიეფს, მეურნეობასა და ღირსშესანიშნაობებს.
ქართული–გაეცნობიან ვაჟა- ფშაველას ცხოვრებას  და მის შემოქმედებას.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები ინდიკატორები

ისტორია    საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
ამჯღავნებს რუკების ლეგენდის ცოდნას

საზ. მეც.V-VI. 2.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაციას;
ქართული-ქართული- V  1.მოსწავლე ავლენს ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს;
V 2.ისმენს და ადეკვატურად აფასებს თანატოლების ზეპირ გამოსვლებს;
V 3.ავლენს მოსმენილი ტექსტის ინტერპრეტაციის უნარს;
V 6.გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარჩვევები;
V 11.ლექსის კითხვისას იყენებს კითხვის სტრატეგიებს,–კონტექსტის გათვალისწინებით,კითხვის დასმით,ლექსიკონით...ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;კონკრეტული ინფორმაციის  მოსაძიებლად თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას,სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მათ.


თანმიმდევრობა აქტივობა ნაბიჯნაბიჯ.

·         კლასის ორგანიზება (1 წუთი).
ისტორია:
გამოწვევა:
·          Power  point -ით  ფშავის    კადრების
ჩვენება.   კითხვა პასუხი-(1_2 წთ)
შინაარსის რეალიზება
·         რუკაზე, ტექსტსა და წყაროებზე მუშაობა ჯგუფებში (6წთ)
რეფლექსია:
·         მასწავლებლის   მიცემულ დავალებებს   ასრულებენ ჯგუფებში   და  აკეთებენ   პრეზენტაციას (10წთ) 
·         I-ჯგუფი    მუშაობენ რუკაზე  და      მიღებულ ინფორმაციას  ახარისხებენ   წინასწარ გამზადებულ ცხრილში . (მოსაზღვრე კუთხეები,მთები ,ქედები..)  განსაზღვრავენ  ჰორიზონტის  მხარეებს.
·         II -ჯგუფი  ახასიათებენ ფშავის მოსახლეობას  და ასრულებენ  წიგნში არსებულ  სავარჯიშოს.
·         III- ჯგუფი  ფშავის მეურნეობას  ვენის დიაგრამის  გამოყენებით  ადარებენ  სხვა კუთხის მეურნეობასთან
·         IV-ჯგუფი   ასახელებენ  ფშავის ღირსშესანიშნაობასა და ფშავში  დაბადებულ  დიდებულ პოეტს,  ვაჟა - ფშაველას.მასწავლებლის თხოვნით  ჩამოთვლიან  მათთვის ცნობილ გამოჩენილ მოღვაწეთა  წარმოშობის ადგილებს.
ქართული
აქტივობა 1–კითხვისთვის მზადებაპროვოცირება(1წთ.)
კლასს 2–3 დღით ადრე ვაძლევ დავალებას გაიხსენონ წინა კლასებში შესწავლილი ვაჟაფშაველას ნაწარმოებები,მოიძიონ მასალა ამ მწერლის  ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.გამოიყენონ ამ მიზნით ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,ჰკითხონ უფროსებს,ახლა კი დაიყონ ჯგუფებად და მოემზადონ პრეზენტაციისთვის რა ვიცით ვაჟას შესახებ(10წთ.)
აქტივობა 2
ლექსის კომენტირებული კითხვა და ანალიზი.
მასწავლებელი ლექსს აკითხებს კითხვაში გაწაფულ მოსწავლეს. იწყებენ ლექსიკურ ანალიზს,გარდა სიტყვათა სალაროში  მოცემული სიტყვებისა,აიხსნება შემდეგი ლექსიკური ერთეულებიც:უნუგეშოუიმედო(ნუგეში,ისეთი რამ,რაც ადამიანს დაამშვიდებს,იმედს დაუბრუნებს);ჩაგრულიდაჩაგრული;გულმოკლულიღრმად დამწუხრებული;ჯურღმული–1,ღრმა,ბნელი ორმო,2.ღრმა ხრამი,უფსკრული;ბნელი ჯურღმულიაქ იგულისხმება სიბნელე,რომელიც ჭადრის ფოთლების ქვეშ იყო;წყლული გულიდაწყლულებული,დასევდიანებული,დანაღვნიალებული გული.
დაისმის ტექსტის გაგებაზე ორიენტირებული კითხვები,რომელთა პასუხებს მოსწავლეები წიგნშივე ამოიკითხავენ.(10წთ.)
აქტივობა3.
მოძებნეთ ტექსტში ის ზმნები,რომლებითაც პოეტი იის მოქმედებას (მდგომარეობას)აღნიშნავს.და ზედსართავები, რომლებითაც იას ახასიათებს.
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას რისთვის დასჭირდა პოეტს იის გასულიერება?,მისთვის ადამიანის თვისებების მინიჭება?(რათა მკითხველს უკეთ დაენახა და ეგრძნო იის უნუგეშო ყოფა)
განვმარტავ,  რას ეწოდება გაპიროvneba
მოსწავლეებს გავახსენებ, თუ რა ეწოდება კუთხურ მეტყველებას.
მოვძებნოთ ტექსტში ფშაური დიალექტისთვის დამახასიათებელი სიტყვები.(2წთ.)
    


შეფასება.

ქართული: შეფასდება პრეზენტაცია
ისტორია: შეფასდება ჩართულობა
რესურსი
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,დაფა, ცარცი.....
საშინაო დავალება
ისტორია: გაკვეთილის ბოლოს არსებული შემაჯამებელი
 ქართული: ლექსი,, ია“ ზეპირად,


Комментариев нет:

Отправить комментарий